სიკეთე იწყება იქ, სადაც პატარა გულები დიდ სურვილს აჩენენ - დაეხმარონ სხვებს✨
ამ ძალამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა პრომეთელების ტრადიცია - უკვე მე-12 სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობა. ეს იყო სივრცე, სადაც ბავშვებმა საკუთარ თავში აღმოაჩინეს, რას ნიშნავს ერთად შექმნა, ზრუნვა და სიხარული🩵
🟢 მომზადების პროცესი თავად იქცა ყველაზე დიდ გამოცდილებად - იდეიდან რეალობამდე გავლილ გზაზე, მოსწავლეებმა ისწავლეს პასუხისმგებლობა, დაგეგმვა, გადაწყვეტილებების მიღება და ერთმანეთის მხარდაჭერა.
🔵 ერთად დაითვალეს გაწეული ხარჯები, დაითვალეს შემოსული თანხა, შეადარეს ჩანაწერებს და მათდაუნებურად ხარჯთაღრიცხვისა და ფინანსური ანალიზის ელემენტებსაც გაეცნენ.
მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიის მონაწილე გახდა - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და სტუმრებს 🤍
ერთად კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ - სიკეთე გადამდებია და ამ სიკეთით ვეხმარებით ბარისახოს სკოლა-პანსიონის ჩვენს თანატოლებს🏡